შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


 

XII  საერთაშორისო სიმპოზიუმი

ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

თბილისი, საქართველო

სიმპოზიუმის ორგანიზატორები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

სიმპოზიუმის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმზე -
„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“
რომელიც ჩატარდება 
2018 წლის 26-28 სექტემბერს.


მე-
12 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:

სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და მე-20 საუკუნის მწერლობა
(ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს)

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:

  • სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა საბჭოთა პერიოდის მწერლობაში;

  • სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა მოდერნისტულ მწერლობაში;

  • "ხალხების"  თვითგამორკვევის უფლება და "მრავალეროვნული ლიტერატურის" საბჭოთა იდეა;

  • პოლიტიკური თავისუფლება, როგორც თემა ემიგრანტების მემუარულ მწერლობაში;

  • მწერლები პოლიტიკის შესახებ: ოფიციალური და არაოფიციალური პუბლიცისტიკა;

  • ლიტერატურული „ანდერგრაუნდი“-ს დისკურსი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა;

  • რეჟიმი და მწერლის ბრძოლა ინტელექტუალური სუვერენიტეტისთვის;

  • სახელმწიფოებრივი სუვერენობის  იდეა პოსტმოდერნისტულ მწერლობაში;

  • სახელმწიფოებრივი სუვერენობის  იდეა პოსტსაბჭოთა პერიოდის მწერლობაში;

  • ნაციონალური თვითგამორკვევის იდეა და მისი ასახვის მხატვრული ფორმები;

  • პოლიტიკური ილუზიები და კულტურული რეალობა;

  • მეცნიერება და პოლიტიკური დისკურსი.

თემატური სექცია:


·         საქართველოს პირველი რესპუბლიკა ქართული ლიტერატურის თემატურ კონტექსტში.

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.


სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული სარეგისტრაცი ფორმა და თეზისები:

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
  • თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman. შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იგზავნება ელექტრონულ მისამართზე:
simposium2018@gmail.com
გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 აპრილი;

არასწორად
აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!


სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების
შეტყობინების ბოლო ვადა – 15–20 მაისი;

შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

უცხოელი მეცნიერებისათვის - 100 ევრო

ქართველი მეცნიერებისათვის:

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 90 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 130 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის – 60 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის თანაავტორობით (ორი თანაავტორი) – 90 ლარი

სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:

  • სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
  •  ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
  • მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;

 

 

·         სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული,

რომელიც განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ისბაზაში.

·         რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW და ERIH PLUS-ის ბაზებში.

·         რჩეული მასალების ინგლისურენოვანი კრებულის ბეჭდვაზე არსებობს შემოთავაზება პრესტიჟული უცხოური სამეცნიერო გამომცემლობებისგან, რომელთაგან შეირჩევა საუკეთესო.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

 

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

სიმპოზიუმის პროგრამა

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სომპოზიუმის ანგარიში

 



 


 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE