შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


არქივი

 *

2009 წელი


ინსტიტუტი 2009 წელს მუშაობდა შემდეგ ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამეცნიერო პროექტებზე

  1. "უცხოს"  პარადიგმა ქართულ მწერლობაში

  2. პროექტის – "ღია ჩარჩოები" მასალის გამოყენებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ქართულ ლიტერატურაში ონლინ-გაკვეთილების მომზადება

  3. გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება და მოღვაწეობა

  4. პოლემისტურ-პოლიტიკური ჟურნალისტიკა, როგორც ლიტერატურული იარაღი

  5. მეოცე საუკუნის ქართული პოეზია და დრამატურგია (ანა კალანდაძე, თამაზ ჭილაძე)

  6. კრებული გალაკტიონოლოგია V (გალაკტიონი და სიმბოლიზმი (1915-1925 წ.წ.))

  7. XX საუკუნის 20-იანი წლების ლიტერატურული პროცესები და ქართული პოეზია

  8. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის (ოცტომეული) XIX-XX ტომებში ჩასამატებელი მასალის მომზადება

  9. ქართული კლასიკური ლიტერატურის ინტერპრეტაცია (მეთოდები და სტრატეგიები)

  10. სულხან-საბა ორბელიანი (რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია)

  11. "ხალხური პროზის მრავალტომეულის" 5 ტომის მომზადება (4 ჯადოსნური ზღაპრები, 1 ნოველისტური)

  12. აკაკი წერეთლის თხზულებათა რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია

  13. თანამედროვე  ქართული ლიტერატურის ნარატივი

  14. XX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული კრიტიკის ჟანრულ-კომპოზიციური და სტილური თავისებურებანი

  15. კომუნისტური აგიოგრაფია

  16. ფსიქო-ბიოგრაფიულ ტრაგედიათა რეპროდუქცია მიხეილ ჯავახიშვილის პროზაში

  17. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემები და "ვეფხისტყაოსანი"

  18. ფოლკლორის არქივში დაცულ ხელნაწერთა აღწერილობა

  19. გრიგოლ რობაქიძის რუსულენოვანი პუბლიცისტიკა

*

2009 წლის 23 დეკემბერს,  ოთხშაბათს, 13 საათზე

გაიმართა ქართველოლოგიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის: "აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის I ნაწილი (10 ტომი) გამოსაცემად მომზადება" პრეზენტაცია.

მომხსენებელი ჯული გაბოძე

წარმოდგენილ იქნა გამოსაცემად მომზადებული აკაკის თხზულებათა  I-V ტომების ელექტრონული ვერსია და პოეტის ნაწარმოებების უცნობი ავტოგრაფები.

*

დაიბეჭდა!
 

რუსთველოლოგია V კრებული ეძღვნება შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 120 წლისთავს

*

ყურადღება!

2009 წლის 16 დეკემბერს,  ოთხშაბათს, 13 საათზე

გაიმართება ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების - ”ანტისაბჭოთა  სიტყვიერება” და ”ხალხური პროზის მრავალტომეული”  პრეზენტაცია.

მომხსენებელი რუსუდან ჩოლოყაშვილი.

ნაჩვენები იქნება პროექტის -”ანტისაბჭოთა სიტყვიერება” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი.

*

ყურადღება!

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლის 2 საშტატო ერთეულის დასაკავებლად.

*

2009 წლის 9 დეკემბერს

მუდმივმოქმედი ლიტერატურათმცოდნეობითი სემინარის – "დისკურსის ჰორიზონტები" – ფარგლებში კონსტანტინე ბრეგაძემ წაიკითხა მოხსენება "გრიგოლ რობაქიძის რომანების პოეტიკა"

*

2009 წლის 18 ნოემბერს,
მუდმივმოქმედი ლიტერატურათმცოდნეობითი სემინარის – "დისკურსის ჰორიზონტები" – ფარგლებში როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა მოხსენება "კაცობრიობა, ერი და მიხაკო წერეთელი"

*

დაიბეჭდა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
"ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი"
(მე–20 საუკუნის გამოცდილება)
თეზისები

*

დაიბეჭდა

II საერთაშორისო სიმპოზიუმის
"ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები"
მასალები (
I   იხ. სრული ტექსტი       და II ნაწილი
იხ. სრული ტექსტი)

*

ყურადღება !


მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა  და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობების დასაკავებლად
გამოცხადებული კონკურსის
შედეგები

*

2009  წლის 9 სექტემბერს
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მაკა  ელბაქიძემ სიეტლის (აშშ) უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია "რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი"

*

2009 წლის 7 სექტემბერს
ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა გაფართოებული სემინარი:

  • "ქართული შელოცვები“ (2006 წელს აჭარაში შეგროვებული მასალის მიხედვით)“,

  • "თანამედროვე ევროპული ფოლკლორისტიკის მიღწევები და ამოცანები“, მომხსენებელი ონათან როპერი (დიდი ბრიტანეთი).

*

დაიბეჭდა

ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალის "სჯანი" X ნომერი

*

ყურადღება !

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
აცხადებს
 
ღია კონკურსს  მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა  და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობების
დასაკავებლად

*

სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები

*

ყურადღება !

გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
"ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი"
(მე–20 საუკუნის გამოცდილება)

მონაწილეობის მისაღებად

მონაწილეთა საყურადღებოდ!

 განაცხადის გვერდი

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

კონფერენციის პროგრამა

სტუდენტთა საკონფერენციო სექცია

კონფერენციის ფოტოგალერეა

კონფერენციის ანგარიში

*

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ წარდგენილ
მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებს

მიენიჭა აკრედიტაცია:

1. ქართული ლიტერატურის ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა
(ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სარეკომენდაციო მწერალთა ნაწარმოებების ანალიზი სამეცნიერო სიახლეების მიხედვით) -
პროგრამის მოცულობა - 2 კრედიტი
;

2. ქართული ლიტერატურის ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა
(ლიტერატურის თეორიისა და ტექსტის რეცეფციის საკითხები სამეცნიერო სიახლეების მიხედვით) -
 პროგრამის მოცულობა - 3 კრედიტი
.

 ******

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს სთავაზობს პროექტის
`მეცნიერება მომავლისათვის~ ფარგლებში მომზადებულ პროგრამებს

ქართული ლიტერატურის ცოდნასა და მისი სწავლების მეთოდიკაში
ლიტერატურის თეორიისა და ტექსტის რეცეფციის საკითხები სამეცნიერო სიახლეების მიხედვით.

 

ზოგადი ინფორმაცია

სასწავლო გეგმა

           ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სარეკომენდაციო მწერალთა ნაწარმოებების ანალიზი  სამეცნიერო სიახლეების მიხედვით.

 

ზოგადი ინფორმაცია

სასწავლო გეგმა

      თითოეული პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად კურსორი მიიტანეთ შესაბამის უჯრასთან და გაააქტიურეთ ბმული.

 პროგრამები აკრედიტირებულია განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან არსებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ(იხ. 2009 წლის 15 მაისის სხდომის გადაწყვეტილებები)

******

ყურადღება !
 
იწყება მასალის მიღება ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალის"LITINFO" –ს ახალი ნომრისთვის.
მასალის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 1 ოქტომბერი.

*******

ყურადღება !

გიწვევთ მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმის

"ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები"

მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად

მონაწილეთა საყურადღებოდ!

განაცხადის გვერდი

 სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

 შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

  ********

2009 წლის 1ივლისს
ლიტერატურის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში, "რუსთაველის ფონდი"–ს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის "ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი. თანამედროვე კვლევები" ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო კონფერენცია.

*

2009 წლის 17–18 ივნისს
ჩატარდა ყოველწლიური სამეცნიერო სესია "ლიტერატურათმცოდნეობა – 2008" (გასული წლის ლიტერატურათმცოდნეობითი გამოცემების მიმოხილვა)

*

2009 წლის 10 ივნისს
მუდმივმოქმედი ლიტერატურათმცოდნეობითი სემინარის – "დისკურსის ჰორიზონტები" – ფარგლებში როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

*

2009 წლის 3–4 ივნისს გაიმართა
ფოლკლორისტთა 47–ე სამეცნიერო კონფერენცია

*

ოთხშაბათს, 27 მაისს,
გაიმართა
ლექსმცოდნეობის მე-3 სამეცნიერო სესია, მიძღვნილი ლადო ასათიანისადმი.
სესიის დაწყების წინ საზეიმოდ გაიხსნა ცნობილი ქართველი ლექსმცოდნის, პროფესორ აკა
ი ხინთიბიძის სახელობის ბიბლიოთეკა.

*

ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ, სერია "ლიტერატურისმცოდნეობა"–ს ხაზით, გამოიცა რუსუდან ცანავას ნაშრომი "მეტაფორა"

*

ოთხშაბათს, 20 მაისს
პროექტის "ავტორის ხმა" ფარგლებში მოეწყო შეხვედრა
მწერალ რეზო ჭეიშვილთან

*

სამშაბათს, 14 აპრილს,
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში მოეწყო ლიტერატურისმცოდნეობის სერიით გამოცემული კრებულების პრეზენტაცია:

  1. გაგა ლომიძე – ლიტერატურის თეორიის ქრესტომათია (ტ.I)

  2. ირმა რატიანი ჟანრის ეორია

  3. რუსუდან ცანავა მეტაფორა

*

ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ, სერია "ლიტერატურისმცოდნეობა"–ს ხაზით, გამოიცა ირმა რატიანის ნაშრომი "ჟანრის თეორია"

*

ოთხშაბათს, 8 აპრილს
ლიტერატურათმცოდნეობითი სემინარის
– "დისკურსის ჰორიზონტები" ფარგლებში გოჩა კუჭუხიძე წაიკითხა მოხსენება ”ქართული მწერლობის სათავეებთან”.დასაწყისი 14 საათზე.

*

ოთხშაბათს, 25 მარტს  
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
”ზვიად გამსახურდია და ქართული ლიტერატურის საკითხები”  

*

პირველად!

ლიტერატურის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს
 სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად ლიტერატურათმცოდნეობის დარგში.

მასალების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის  1 მაისიდან 15 ივნისამდე ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწესთან მირანდა ტყეშელაშვილთან (მერაბ კოსტავას ქ. №5, II სართული).

*

ყურადღება ! შეგახსენებთ,

გრძელდება მასალის მიღება ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალის"LITINFO" –ს მორიგი ნომრისთვის.
მასალის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 30 მარტი.

*

ოთხშაბათს, 18 მარტს

 ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში, გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ, ყოველწლიური „გალაკტიონის დღის“ ფარგლებში მოეწყო ”გალაკტიონოლოგი”4–ის   პრეზენტაცია.

*

გამოვიდა ქურთულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“.
პროექტი განხორციელდა ”კავკასიური სახლის” მიერ.
პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი, მთარგმნელი ჯარდოე ასადი, რედაქტორი ქარიმ ანყოსი
.

*

  ოთხშაბათს, 4 მარტს,
 ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში, პროექტის – ინტერდისციპლინარული დიალოგის ფარგლებში მოეწყო
ესმა ონიანის
შემოქმედების განხილვა (პოეზია და ფერწერა)

 *

ოთხშაბათს, 18 თებერვალს,
ინსტიტუტის
სხდომათა დარბაზში, მუდმივმოქმედი ლიტერატურათმცოდნეობითი სემინარის – "დისკურსის ჰორიზონტები" ფარგლებში, დარეჯან მენაბდე წაიკითხა მოხსენება "დინარა-თამარის იდენტურობის საკითხისათვის"

*
დაიბეჭდა ! "ქართული ფოლკლორი"–ს 4 (XX) ნომერი

*

ოთხშაბათს, 11 თებერვალს
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში  ჩატარდა მეცნიერ თანამშრომელთა საერთო კრება. 
მოისმინეს ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის საანგარიშო მოხსენება.
 

ყურადღება!

ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდი) დაფინანსა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ 2008 წელს წარდგენილი სამი საგრანტო პროექტი:

  1. აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ნაწილის (ათი ტომი) გამოსაცემად მომზადება;

  2. ხალხური პროზაული შემოქმედება (მრავალტომეული);

  3. რუსთველოლოგიის თანამედროვე პრობლემები.

*

დაიბეჭდა ! "ლიტერატურული ძიებანი"–ს XXIX ნომერი

*

გამოქვეყნდა! ლექსმცოდნეობა ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალები

*

ყურადღება!

ლიტერატურის ინსტიტუტში დაიწყო გასული წლის დეკემბერში ჩატარებული  მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემებ"- მასალების მიღება.

გილოცავთ!

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
აკადემიური საბჭოს დადგენილებით
(
N 40),
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს
მიენიჭა
2007 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
წოდება
ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.

*

 დაიბეჭდა

ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალის "სჯანი" IX ნომერი

*

დაიბეჭდა  მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის
"ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები"
თეზისები

*

დაიბეჭდა თემატური სამეცნიერო კონფერენციის "სულხან–საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი.
ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება (საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში)"
თეზისები 

 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE