ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute

მწერლობა

 

სოსო ჟორჟოლიანი

სოსო ჟორჟოლიანი დაიბადა 1923 წელს იმერეთში, სოფელ ლაკში. საშუალო განათლება მიიღო ჯერ მაღლაკის შვიდწლედში, შემდეგ თბილისის სკოლაში. სკოლის შემდეგ დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინრად მუშაობდა ნოვოროსიისკში, კასპსა და ზუგდიდში, საიდანაც გაიწვიეს ჯარში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცოლად შეირთო ჰაიდელბერგის კონსერვატორიადამთავრებული გერმანელი მომღერალი ედელტრაუტ ეპლინგი. პირველ თვრამეტ წელს ისინი ცხოვრობდნენ ჰაიდელბერგში, სადაც შექმნეს საფეიქრო წარმოება, 1963 წელს გადავიდნენ მიუხენში. აქ სოსო ჟორჟოლიანმა ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი (იბეჭდებოდა წიგნაძისა და ანზორ რეულის ფსევდონიმებითაც). რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში. 1956 წლიდან ჰაიდელბერგში ყოფნისას საქართველოზე მონატრებულმა სრულიად მოულოდნელად დაიწყო ლექსების წერა. 1971 წელს მიუნხენში სოსო ჟორჟოლიანმა გამოსცა ლექსების კრებული, რომელიც თავადვე გააფორმა მხატვრულად. მან ასევე გერმანულ ენაზე დაწერა პიესა „თამარა“. 1989 წლიდან ის პენსიაზე გავიდა.