შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  

ელექტრონული ჟურნალი "LITINFO"

ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი

სამეცნიერო ჟურნალის "სჯანი" ციტირების სტილი

ელექტრონული ჟურნალი სტუდენტებისათვის "სტუდენტური კვლევები"

ვებ–გვერდი "ლიტერატურათმცოდნეობა"
(ტექსტები)

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია /GCLA/

ჩვენი ფეისბუკის გვერდი



II საერთაშორისო სიმპოზიუმის – ”ლიტერატურის თანამედროვე პრობლემები” მონაწილეთა საყურადღებოდ!



წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია
*
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია ფოკუსირებული იქნება შემდეგ თემებზე:


  • ტოლერანტობის მოტივი ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში
  • გენდერული თანასწორობის თემა მე–19 საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში
  • ქართული ანდაზები თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობებთან მიმართებით
  • ქართველი ქალი მე–20 და 21–ე საუკუნის ქართულ მხატვრულ ტექსტში
  • ბავშვთა უფლებები ქართულ ლიტერატურაში – საკითხის დასმის ისტორია ქართულ მწერლობაში
  • სეკულარიზაციის თემა მე–19 საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში

    მონაწილეობის მსურველებმა საკონფერენციო მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 300 სიტყვისა) უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 15 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

    geo.democracy@yahoo.com

    საკონფერენციო მოხსენებები შეირჩევა 2011 წლის აპრილის ბოლომდე. კონფერენცია ჩატარდება თბილისში. საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

    საკონტაქტო პირი: ქეთევან ნინიძე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის განყოფილება.
    ტელ. 893 900313;
    ელ-ფოსტა: geo.democracy@yahoo.com





  •  
    Web Institute


    Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE