

0108,
თბილისი,
კოსტავას ქ. 5
www.litinstituti.ge
E-mail:
litinst@litinstituti.ge
ფაქსი: 99-53-00
ტელ: 99-53-00; 98-26-76

Eng.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
"გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია"
დებულება
1. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწალებლებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს, თვალსაჩინო ნაშრომისათვის ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში, ორ წელიწადში ერთხელ, ანიჭებს "გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემიას";
2. პრემიის მინიჭება ხდება საექსპერტო კომისიის წარდგინებით, სამეცნიერო საბჭოს მიერ, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერვე დადგენილ ვადებში;
3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ოთხი თვით ადრე საჯაროდ აქვეყნებს სათანადო განცხადებას, ხოლო მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ერთი თვის ვადაში დღიდან განცხადების გამოქვეყნებისა;
4. პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში:
ა) სამეცნიერო მონოგრაფია (ითვალისწინებს სამეცნიერო მონოგრაფიებისათვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს _ ციტირების სტილი, ბიბლიოგრაფიული შენიშვნები, კომენტარები, დამოწმებული ლიტერატურა და სხვა);
ბ) სამეცნიერო სტატია (ითვალისწინებს სამეცნიერო სტატიისათვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს _ ციტირების სტილი, ბიბლიოგრაფიული შენიშვნები, კომენტარები, დამოწმებული ლიტერატურა და სხვა);
გ) სამეცნიერო წიგნის თარგმანი (ქართულ ენაზე, კომენტირების გათვალისწინებით. თარგმანთან ერთად სავალდებულოა ორიგინალის ტექსტის წარმოდგენაც).
5. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას:
ა) ცალკეულ ავტორთა ნაშრომები;
ბ) ავტორთა ჯგუფის მიერ დაწერილი ნაშრომები (ამ შემთხვევაში, პრემია თანაბრად განაწილდება ავტორთა შორის);
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
6. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნას წინა 2 წელიწადში გამოცემული შრომები;
7. ნაშრომი, რომელსაც უკვე მიენიჭა სხვა რომელიმე პრემია, გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება;
8. ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა;
9. პრემიის მოსაპოვებლად ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია:
ა) ავტორს;
ბ) გამომცემლობას;
გ) ორგანიზაციას.
10. პრემიის მაძიებელმა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უნდა წარმოადგინოს:
ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი (სამ ცალად);
ბ) ავტორის (ან ავტორთა) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV)
გ) განცხადება იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს არ
ჰქონია მინიჭებული ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პრემია;
11. საკონკურსოდ შემოსული ყველა ნაშრომის მეცნიერულ შეფასებას იძლევა და პრემიის მისანიჭებლად კანდიდატებს არჩევს საექსპერტო კომისია, რომელსაც ამტკიცებს ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;
12. საექსპერტო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი, რომელიც მიიღებს და რეგისტრაციაში გაატარებს საკონკურსო ნაშრომებს;
13. საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს პრემიის მაძიებელი ან სხვა დაინტერესებული პირი;
14. ასევე, თუ პრემიის ერთ-ერთი პრედენდენტი არის სამეცნიერო საბჭოს წევრი, იგი არ მონაწილეობს პრემიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებში;
15. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედი;
საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესახებ ღებულობს ფარული კენჭისყრით; გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ;
16. საექსპერტო კომისიის მიერ შერჩეული ნაშრომებისათვის პრემიის
მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს და ამტკიცებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა საბჭოს სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ;
17. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საჯაროდ აქვეყნებს ცნობას პრემიის მინიჭების შესახებ;
18. პრემიით დაჯილდოებული შრომის ავტორს (ავტორებს) სამეცნიერო საბჭოს მიერ სათანადო დაგენილების მიღების შემდეგ მიეცემა შესაბამისი დიპლომი და ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
ა) სამეცნიერო მონოგრაფია _ 1300 ლარი;
ბ) სამეცნიერო სტატია _ 500 ლარი;
გ) სამეცნიერო წიგნის თარგმანი _ 700 ლარი
19. ნაშრომები, რომელთაც პრემია არ მიენიჭათ, უბრუნდება ავტორებს.
*