შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


 

X საერთაშორისო სიმპოზიუმი

ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

თბილისი, საქართველო

სიმპოზიუმის ორგანიზატორები:


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები


გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-10  საერთაშორისო სიმპოზიუმზე
რომელიც ჩატარდება 2016 წლის  28-30 სექტემბერს.

სიმპოზიუმი თემატურია.

მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:


მოდერნიზმი ლიტერატურაში.

გარემო, თემები, სახელები

(სიმპოზიუმი ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან  125 წლისთავს)


სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • მოდერნიზმი და მოდერნულობა;
  • მოდერნისტული სკოლები და მიმდინარეობები;
  • მოდერნიზმის ესთეტიკა და ოპოზიციური რიტორიკა;
  • მოდერნიზმი და ფემინიზმი;
  • მოდერნიზმი საქართველოში;
  • გალაკტიონ ტაბიძე და ქართული მოდერნიზმი.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:.
ურბანიზმი - მოდერნიზმის კონცეპტი

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და თეზისები:

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
  • თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman. შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იგზავნება ელექტრონულ მისამართზე:
simpoziumi@yahoo.com
გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 აპრილი;

არასწორად აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!


სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 15–20 მაისი;


შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

უცხოელი მეცნიერებისათვის - 90 ევრო
ქართველი მეცნიერებისათვის :

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 70 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის – 50 ლარი;
  • დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის თანაავტორობით (ორი თანაავტორი) – 80 ლარი

სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:

  • სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
  •  ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
  • მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

 

X საერთაშორისო სიმპოზიუმის
მოდერნიზმი ლიტერატურაში.\
გარემო, თემები, სახელები
(სიმპოზიუმი ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან  125 წლისთავს)

მონაწილეთა საყურადღებოდ!

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

სიმპოზიუმის პროგრამა

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სომპოზიუმის ანგარიში

 



 


 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE