შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი

 

"ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

თბილისი, საქართველო

სიმპოზიუმის ორგანიზატორები

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

 

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ  მე–6 საერთაშორისო სიმპოზიუმზე –  "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც ჩატარდება 2012  წლის  26 – 28 სექტემბერს.

წლევანდელი სიმპოზიუმი თემატურია.

სიმპოზიუმის თემაა

 

„შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესი.  საქართველო, ევროპა, აზია~

(სიმპოზიუმი ეძღვნება“ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს)

 

სიმპოზუმზე  იმუშავებს სხვადასხვა სექციები, მათ შორის:

 

  • შოთა რუსთაველი და მისი პოემა
  • შუა საუკუნეების ლიტერატურული ჟანრები
  • შუა საუკუნეების სასულიერო ლიტერატურა
  • შუა საუკუნეები: ეპოქა და კულტურული ტენდენციები
  • შუა საუკუნეების ლიტერატურული ტრადიცია: აღმოსავლეთი და დასავლეთი
  • ევროპული და ნაციონალური კონტექსტების ურთიერთმიმართების პრობლემა
  • შუა საუკუნეების ლიტერატურა  და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი

 

გაიმართება მრგვალი მაგიდა.

 

 

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე

2012 წლის 15  აპრილამდე  უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვა, ქართული ტექსტი აკრეფილი litnusx–ით, ზომა 11) და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა.

 

არასწორად აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!

 

თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: litinstituti@yahoo.com (მირანდა ტყეშელაშვილისათვის).

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.

 

შერჩეულ მონაწილეთათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

უცხოელებისათვის – 80 ევრო

ქართველი მეცნიერებისათვის – 50 ლარი.

სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:

მსუბუქი საუზმე სიმპოზიუმის დღეებში;

სიმპოზიუმის ბეჭდური მასალa;

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების "რჩეული“, სადაც სტატიები  გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

პატივისცემით,

საორგანიზაციო კომიტეტი

 

VI საერთაშორისო სიმპოზიუმის
”ლიტერატურ
ათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”
მონაწილეთა საყურადღებოდ!

განაცხადის გვერდი

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის პროგრამა

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სიმპოზიუმის ანგარიში

*

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მირანდა ტყეშელაშვილს

ტელეფონი: (99532) 2982 676; ფაქსი: 995 300; ელექტრონული ფოსტა: litinstituti@yahoo.com

*

ინსტიტუტის დირექცია და საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის

 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE