![]() |
შოთა
რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE |
|
|
![]() |
0108,
თბილისი, კოსტავას ქ. 5
ფაქსი: (995 32)
299-53-00
ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76 E-mail: litinstituti@yahoo.com
|
|
|
მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი
”ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” (თბილისი, საქართველო) სიმპოზიუმის ორგანიზატორი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი თანამონაწილე ორგანიზაციები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია ძვირფასო კოლეგებო! გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმზე _”ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 6-7-8 ოქტომბერს. წლევანდელი სიმპოზიუმი თემატურია. სიმპოზიუმის თემაა ” კლასიკური რეალიზმის ეპოქა: მე-19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები” სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170–ე წლისთავს სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2010 წლის 1 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვა, ქართული ტექსტი აკრეფილი lit-nusx-ით) და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა. არასწორად გაფორმებული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!
თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: litinst@litinstituti.ge (მირანდა ტყეშელაშვილისათვის). სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შერჩეულ მონაწილეთათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი: უცხოელთათვის 80 € ქართველი მეცნიერებისათვის 50 ლარი.
მსუბუქი საუზმე სიმპოზიუმის დღეებში სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტი |
|
|
Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE |