შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


 

VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი

"ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი"
თბილისი, საქართველო


სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)


გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმზე -
 „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,
რომელიც ჩატარდება 2014 წლის 24-26 სექტემბერს.

სიმპოზიუმი თემატურია.
მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:

ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი

სიმპოზიუმის ფარგლებში  იმუშავებსშემდეგი სექციები:

  • გლობალიზაცია და  კულტურული ინტეგრაციის პრობლემა;
  • ნაციონალური ლიტერატურული კანონი და კულტურული გლობალიზაციის მექანიზმები;
  • Weltliteratur და ნაციონალური ლიტერატურების საკითხი;
  • ლიტერატურა  საზღვრებს გარეშე?  –  Pro et Contra.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

თარგმანის კომუნიკაციური ფუნქცია კულტურული გლობალიზაციის პროცესში

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა:

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!); 
  • თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა.   ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman.  შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

- სარეგისტრაციო ფორმა ივსება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად თეზისები და  შევსებული სარეგისტრაციო ფორმა იგზავნება ელექტრონულ მისამართზე:  simpoziumi@yahoo.com
გამოგზავნის ბოლო ვადა – 10 აპრილი;

არასწორად აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 15–20 მაისი;

შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

•უცხოელი მეცნიერებისათვის - 90 ევრო
•ქართველი მეცნიერებისათვის :

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 70 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 110 ლარი;

სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:

  • სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
  • ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
  • მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების  კრებული.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ  აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი

 

VIII საერთაშორისო სიმპოზიუმის
"ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი"
მონაწილეთა საყურადღებოდ!

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

სამეცნიერო კომიტეტი

პლენარული მომხსენებლები

სიმპოზიუმის პროგრამა

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სომპოზიუმის ანგარიში

 

*

 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE