შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  


 

მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი
„ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“
თბილისი, საქართველო

სიმპოზიუმის ორგანიზატორები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმზე - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც ჩატარდება 2013 წლის 25-27 სექტემბერს. სიმპოზიუმი თემატურია.

მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა

ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა
(მე-20 საუკუნის გამოცდილება)

ლიტერატურა წარმოადგენს კონცეპტუალურ რეფლექსიას რეალურად მიმდინარე პროცესებზე; კონტექსტი, რომლის წიაღშიც ყალიბდება მხატვრული ტექსტი, ყოველთვის პოულობს ასახვას ამავე ტექსტის აზრობრივ თუ გამომსახველობით შრეებში. თუკი გავითვალისწინებთ ლიტერატურის თანდაყოლილ სწრაფვას ინტელექტუალური და რეპრეზენტაციული თავისუფლებისაკენ, ცხადად შეიძლება წარმოვიდგინოთ ის წინააღმდეგობა, რომელიც, პოლიტიკური რეჟიმების პირობებში, იქმნება მხატვრულ ტექსტსა და რეალურ კონტექსტს შორის. ასეთ დროს ყოველთვის არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ ღირებული ლიტერატურა გადაინაცვლებს მარგინალურ პოზიციაზე, ხოლო ცენტრალურ ადგილს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტექსტები იკავებს. რა ბედი ეწევა ალტერნატიულ ლიტერატურულ დისკურსს?
ალტერნატიული ლიტერატურული დისკურსი განსხვავებული მეთოდებით იკვალავს გზას, თუმცა, არჩევანი მწირია: ტრადიციულად, არსებობს ბრძოლის პირდაპირი და ირიბი გზები. პირდაპირი გზა, რასაკვირველია, განსაკუთრებული სიმამაცის მქონე შემოქმედთა ხვედრია: მწერლები მიდიან მსხვერპლზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ყველა სხვა გზა კომპრომისია. შესაბამისად,

პოლიტიკური რეჟიმების წინააღმდეგ ამბოხებული არაერთი მწერალი შეგნებულად შეგებებია დახვრეტას, თვითმკვლევლობას, ანაც _ იძულებით გადასახლებას, ემიგრაციას.

პრობლემის `გადაჭრის~ ეს სამივე ფორმა შინაარსობრივად იდენტურია, განსხვავებას მხოლოდ განხორციელების სტრატეგია ქმნის. 

ემიგრაციის მსხვერპლი მე-20 საუკუნის ბევრი გენიალური მწერალია. ისინი გაექცნენ (ზოგი _ ნებით, ზოგი _ იძულებით) ბოლშევიზმს, ფაშიზმს, კომუნიზმს, განვითარებულ სოციალიზმს, ხუნტებს, სხვადასხვა ტიპის რეჟიმებს, რათა დისტანციიდან დაენახათ მტკივნეული პროცესები, ეთქვათ სიმართლე და დანაშაულებრივი დიქტატურებისაკენ მიეპყროთ მსოფლიოს ინტელექტუალური ძალების ყურადღება.

შესაბამისად, ემიგრაცია წითელ ზოლად გასდევს მე-20 საუკუნის ისტორიას, ცნობილს სხვადასხვა, ხანგრძლივი თუU ხანმოკლე რეჟიმებითა და დიქტატურებით. ემიგრანტები ქმნიან თავიანთ წრეებს, საზოგადოებებს, მათ შორის ლიტერატურულ გაერთიანებებს და კალმით ებრძვიან მათ, ვის გამოც ისინი სამუდამოდ გადაიხვეწნენ უცხო მხარეებში. ემიგრანტების მწერლობაში იგრძნობა ღრმა ტკივილი და სევდა, ნოსტალგია, გაჯერებული პროტესტთან და იმედგაცრუებასთან.

როგორია ემიგრანტი ავტორების მწერლობა, პუბლიცისტიკა და კრიტიკა? როგორია ემიგრანტი მწერლების მიერ შორიდან აღქმული მიტოვებული სამშობლო და “იქ” მიმდინარე პროცესები? რა ლიტერატურულ ჟანრებს და მხატვრული გამოსახვის ფორმებს იყენებენ ისინი?

ემიგრანტი მწერლების ლიტერატურა, განსხვავებით იმ მწერლებისაგან, რომლებიც მუშაობენ თავიანთ ნაციონალურ გარემოში, იქმნება ნაციონალურ საზღვრებს მიღმა. საზღვრის ცნება უკიდურესად ფლექსიურია. მწერალი ტოვებს მისთვის ნაცნობ ტოპოსს და შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს უცხო ტოპოსის პირობებში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მწერლობისათვის საშუალებას ენა წარმოადგენს, ადვილად გავაცნობიერებთ, თუ რა ლინგვისტური დილემის წინაშე დგება ემიგრანტი მწერალი: ერთი გზა მშობლიურ ენაზე წერის გაგრძელებაა, მეორე გზა _ გადანაცვლება სხვა ენობრივ სიბრტყეზე. პირველ შემთხვევაში, ის რისკავს, გაუუცხოვოს საკუთარი შემოქმედება ახალ საზოგადოებრივ გარემოს, მაგრამ შეინარჩუნოს მშობლიურ ლიტერატურასთან ენობრივი ინტეგრაციის ტენდენცია. Mმეორე შემთხვევაში, მწერალი ახდენს ადაპტირებას ახალ საზოგადოებრივ გარემოსთან, მაგრამ იქმნის ლინგვისტურ დისტანციას მშობლიურ ლიტერატურულ დისკურსთან.

რამდენად განსაზღვრავს მხოლოდ გეოგრაფიული ლოკაცია ან მხოლოდ ლინგვისტური მოდელი მწერლის ნაციონალურ იდენტობას? საცხოვრებელი ადგილისა და ენობრივი მოდელის შეცვლასთან ერთად, იქცევა თუ არა მწერალი სხვა ნაციონალური ლიტერატურის წარმომადგენლად? 

თბილისის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის მიზანი ამ პრობლემატურ შეკითხვებზე პასუხის გაცემაა. ვიმედოვნებთ, რომ შედეგები საინტერესო იქნება არამარტო სპეციალისტებისთვის, არამედ _ ფართოO საზოგადოებისათვის.

სიმპოზიუმის ფარგლებში  იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • ემიგრანტული მწერლობა -ალტერნატიული ლიტერატურული დისკურსი;
  • ემიგრანტული მწერლობა -ლიტერატურული ჟანრები და მხატვრული მოდელები;
  • ემიგრანტული მწერლობა - ინტეგრაცია და ადაპტაცია;
  • ემიგრანტული პუბლიცისტიკა და კრიტიკა;
  • ემიგრანტი მწერლების ენისა და სტილის პრობლემები;
  • ქსრთულენოვანი ლიტერატურა უცხოენოვან გარემოში -ისრაელი.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ თემაზე:

ლიტერატურა საზღვრის სხვადასხვა მხარეს.


სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე, 2013 წლის 1 აპრილამდე, უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვა, ქართული ტექსტი აკრეფილი litnusxi-ით, ზომა 11) და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა.

არასწორად აკრეფილი თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!

თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: litinstituti@yahoo.com (მირანდა ტყეშელაშვილისათვის).
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შერჩეულ მონაწილეთათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელებისათვის _ 80 ევრო
ქართველი მეცნიერებისათვის _ 50 ლარი.

სარეგისტრაციო გადსახადი ითვალისწინებს შემდეგს:
მსუბუქი საუზმე სიმპოზიუმის დღეებში;
სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა.
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების  სრული კრებული;

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ  აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.

პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი

 

VII საერთაშორისო სიმპოზიუმის
”ლიტერატურ
ათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”
მონაწილეთა საყურადღებოდ!

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

შესარჩევი კომისიის მიერ დადგენილი მონაწილეთა სია

სიმპოზიუმის პროგრამა

სიმპოზიუმის ფოტოგალერეა

სიმპოზიუმის ანგარიში

 

*

 



Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE