s literaturis ins
    შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE
    English  English
0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5     ფაქსი: (995 32) 299-53-00   ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76   E-mail: litinstituti@yahoo.com  

ელექტრონული ჟურნალი "LITINFO"

ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი

სამეცნიერო ჟურნალის "სჯანი" ციტირების სტილი

ელექტრონული ჟურნალი სტუდენტებისათვის "სტუდენტური კვლევები"

ვებ–გვერდი "ლიტერატურათმცოდნეობა"
(ტექსტები)

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია /GCLA/


ჩვენი ფეისბუკის გვერდი

ლიტერატურის ინსტიტუტი ქართულ მედიაში

პრესა ლიტერატურის ინსტიტუტზე



სიახლე

2013 წელი


დაიბეჭდა!



სარჩევი

******************************************

სტუდენტთა საყურადღებოდ!

პარასკევს,  29 ნოემბერს,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში,
დაინტერესებული სტუდენტებისათვის, ჩატარდება
ლიტერატურის თეორიის წრის  მორიგი სხდომა

სემინარზე მოწვეული სტუმარი ლევან ბრეგაძე ისაუბრებს თემაზე:
„ლიტერატურული ლაიტმოტივი“

მოდერატორები
არჩილ წერედიანი და გუბაზ ლეთოდიანი

******************************************

7 ნოემბერს,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორს,
ირმა რატიანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა სლოვენიელ მწერალთა და წიგნის გამომცემელთა დელეგაციასთან.
შეხვედრა შედგება ლიტერატურის ინსტიტუტში.
8 ნოემბერს, 17 საათზე,
გამომცემლობა
„სიესტაში“ გაიმართება სლოვენიურ ენაზე გამოცემული მე-20 საუკუნის ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებულის - „ლომფერი მწვერვალები“ პრეზენტაცია
(პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მხარდაჭერით).



9 ნოემბერს, 16 საათზე
წიგნის მაღაზიაში „ბუქსითი“ მოეწყობა სლოვენიელ ავტორთა ტექსტების კითხვა

******************************************

დაიბეჭდა!

******************************************

დაიბეჭდა!

******************************************

24 სექტემბერს, 15 საათზე,
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში
პარიზის ახალი სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი

ალექსანდრ სტროევი

წაიკითხავს მოხსენებას:

"ვინ მოკლა მანონ ლესკო?
დეტექტივი, როგორც ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის მეთოდი"

******************************************

დაიბეჭდა!

სჯანი –14

******************************************

2013 წლის 14 ივლისს

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ინიციატივითა და
საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირის "Русский Клуб"
მონაწილეობით

ჩატარდა
სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია
"ივერიის სხივი"
(XX საუკუნის ქართულ–რუსული პოეტური კავშირები)

******************************************

2013 წლის 7 ივნისს, სტეფანწმინდაში,
ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში ჩატარდა
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული,

ალ.ყაზბეგის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ირმა რატიანმა,
პროფესორმა ამირან არაბულმა,
ტექსტოლოგებმა: ელისაბედ ზარდიაშვილმა და
ნანა ლატარიამ.
კონფერენციას დაესწრნენ ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის პერსონალი.

******************************************

26 ივნისს, 11:00 საათზე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში
გაიმართება
ქართული ენისა და ლიტერატურის მე-11 კლასის 2012 წელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების (მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი)
განხილვა.
ღონისძიების ორგანიზატორია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რომლის თანამშრომლებიც განიხილავენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოებს ლიტერატურათმცოდნეობისა  და განათლების მეცნიერებებების თანამედროვე გამოწვევების ჭრილში; იმსჯელებენ მათს კონცეპციაზე, შესაბამისობაზე წიგნიერების განვითარების პრობლემებთან, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლიტერატურათმცოდნეები, ლინგვისტები, განათლების სპეციალისტები - სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი ეხმიანება ბოლონიის პროცესისა და განათლების მიმდინარე რეფორმის უმთავრეს გზავნილს, რომლის მიხედვითაც განათლების სფერო მხოლოდ მეცნიერებასთან  მჭიდრო თანამშრომლობით მიაღწევს დასახულ მიზნებს.

******************************************

2013 წლის 21 ივნისს, სოფელ სხვიტორში,
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, პოეტის დაბადებიდან 173-ე წლისთავზე, ჩატარდა  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული
აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის
პირველი სამი ტომის პრეზენტაცია

ღონისძიება მოეწყო სახლ-მუზეუმისა  და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  ორგანიზებით. 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი,
ბატონი გიორგი მარგველაშვილი,
საჩხერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი,
ქალბატონი მანანა კობახიძე,
ბატონი ლევან ვასაძე და სხვ.
აკადემიური გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა და პასუხისმგებელმა მდივანმა, ტექსტოლოგმა ჯული გაბოძემ. 
პრეზენტაციას უძღვებოდა სახლ-მუზეუმის დირექტორი ცეზარ ლაშხი.

******************************************

ყურადღება!

2013 წლის 9-20 სექტემბერ

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება

თარგმანის II საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

******************************************

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ირმა რატიანი

დაჯილდოვდა
"ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით"

******************************************

12-13 ივნისს
ინსტიტუტში ჩატარდა ყოველწლიური სამეცნიერო-საანგარიშო სესია
„ლიტერატურათმცოდნეობა-2011-2012“.
მომხსენებლები:
მაია არველაძე,  გოჩა კუჭუხიძე,ირმა ყველაშვილი, არჩილ წერედიანი.

******************************************

დაიბეჭდა!


ძიებანი – 33

(სარჩევი)

******************************************

5 ივნისს, 12 საათზე, ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში
ჩატარდება
ვახტანგ კოტეტიშვილის
დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი
ფოლკლორისტთა 50–ე სამეცნიერო კონფერენცია

******************************************

ყურადღება!

29 მაისს, ოთხშაბათს, 14 საათზე
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში,
ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების მონაწილეობით,
გაიმართება მრგვალი მაგიდა – "სამეცნიერო დიალოგი",
რომელიც ეძღვნება
ოთარ ჭილაძის 80 წლისთავს

******************************************

17–19 მაისს
ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი
იმყოფებოდა ტაო–კლარჯეთში
(იხილეთ ფოტოები)

******************************************

ყურადღება!

"სტუდენტური კონკურსი"

კონკურსის თემაა:
"ქართველ ემიგრანტთა
ლიტერატურული მოღვაწეობა"

******************************************

დაიბეჭდა

აკაკი წერეთლის

თხზულებათა ოცტომეულის 

III ტომი

 

 

******************************************

სამშაბათს, 7 მაისს
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს
ეწვევა მწერალთა, კრიტიკოსთა და მთარგმნელთა ჯგუფი სანკტ-პეტერბურგიდან. 
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

******************************************

ოთხშაბათს, 1 მაისს, 14 საათზე
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი" აწყობს
როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანის -  ,,კომიკოსი ტრაგედიაში"
განხილვას
მომხსენებელი: ლევან ბრეგაძე


******************************************

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA),
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში,
ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
სტაჟიორთა შერჩევის მიზნით, (6 საკონკურსო ადგილი)
აცხადებს კონკურსს,
ორთვიანი სტაჟირების გასავლელად (1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით)

******************************************

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ოთხშაბათს,  24 აპრილს, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში,
დაინტერესებული სტუდენტებისათვის, ჩატარდება
ლიტერატურის თეორიის წრის I სხდომა.
სემინარზე მოწვეული სტუმარი
დავით ბარბაქაძე ისაუბრებს თემაზე:

"ლიტერატურა და გლობალიზაცია"

მოდერატორები
არჩილ წერედიანი და გუბაზ ლეთოდიანი

******************************************

დაიბეჭდა!

 

 

 

 

******************************************

2013 წლის 15-16 მაისს

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა
და
იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში გაიმართება
იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი

ლექსმცოდნეობის VII სამეცნიერო სესია

დასაწყისი 11 საათზე.
15 მაისი - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზი
(კოსტავას ქ. # 5)
16 მაისი - იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი (ალგეთის ქ. # 1. ხარფუხი)

******************************************

ყურადღება!

"დედა ენის" დღესთან
დაკავშირებით
2013 წლის 17 აპრილს, თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში,
მოეწყო
ტრადიციული საგაზაფხულო აქცია:
ინსტიტუტის ეგიდითა და მისი მონაწილეობით გამოცემული პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა

******************************************
სტუდენტთა საყურადღებოდ!

ოთხშაბათს,  3 აპრილს, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში,
დაინტერესებული სტუდენტებისათვის, ჩატარდება
ლიტერატურის თეორიის წრის I სხდომა.
სემინარზე მოწვეული სტუმარი
ირაკლი კენჭოშვილი ისაუბრებს თემაზე:

"პოსტმოდერნიზმის გაგება"

მოდერატორები
არჩილ წერედიანი და გუბაზ ლეთოდიანი

******************************************

ყურადღება!

5-6 ივნისს ჩატარდება ფოლკლორისტთა 50-ე რესპუბლიკური კონფერენცია.
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, თეზისები წარმოადგინონ
(ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია) 10 მაისის ჩათვლით
მისამართზე: r.cholokashvili@yahoo.com
პასუხისმგებელი პირი – რ. ჩოლოყაშვილი

******************************************

ინსტიტუტის მორიგი გამარჯვება!

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2012  წელს მიღებული და შეფასებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსის შედეგად, დაფინანსდა ინსტიტუტის
ექვსი  საგრანტო პროექტი

******************************************

ყურადღება!

სტუდენტური კონკურსი

******************************************

ოთხშაბათს, 20 მარტს,
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარდა ტრადიციული მემორიალური სესია "გალაკტიონის დღე" – კრებულის "გალაკტიონოლოგია VI" პრეზენტაცია-განხილვა.

******************************************

სლოვენიაში დაიბეჭდა კრებული "ლომფერი მწვერვალები" (სლოვენურ ენაზე),
რომელშიც შესულია მე–20 საუკუნის ქართული მოთხრობები.

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა
და
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA)
ერთობლივი მხარდაჭერით

******************************************

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) 
და
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის


ერთობლივი სამეცნიერო ლიტერატურათმცოდნეობითი პრემიების
2012 წლის ნომინანატთა  დაჯილდოვების
საზეიმო ცერემონიალი


გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიების
გადაცემა შედგა
2013 წლის 12 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
...> 

******************************************

ოთხშაბათს, 20 თებერვალს
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა მანანა დუმბაძის წიგნის
"ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან" პრეზენტაცია.



დოკუმენტური პროზა, ესსე. ავტორი 2011-12 წლებში მუშაობდა  და ცხოვრობდა ავღანეთში, ამერიკულ დასახლებაში სახელად "ბარონი", საიდანაც დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა ავღანური ჩანაწერების კეთებას.

******************************************

დაიბეჭდა!

გალაკტიონოლოგია VI

სარედაქციო კოლეგია:
თეიმურაზ დოიაშვილი (რედაქტორი), ლევან ბრეგაძე, გასტონ ბუაჩიძე, ნინო დარბაისელი (პასუხისმგებელი მდივანი), ირაკლი კენჭოშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, როსტომ ჩხეიძე

 

******************************************

2013 წლის 6 თებერვალს, 14 საათზე,

თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში

გაიმართება

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი (2010–2012 წწ.)
პროექტის

"ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურული პროცესების გზაჯვარედინზე ( XVI-XVIII საუკუნეები (B-13-10 )"

ფარგლებში გამოცემული წიგნის

"XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა აღმოსავლური და დასავლური კულტურული პროცესების გზაშესაყარზე"

პრეზენტაცია

******************************************

დაიბეჭდა!

******************************************

ყურადღება !

გიწვევთ მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმში

"ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები"

მონაწილეობის მისაღებად

******************************************

ყურადღება
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე გამომავალი  ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის
„სტუდენტური კვლევები“
(ლიტერატურათმცოდნეობა)
მეორე  ნომერი აიტვირთება მიმდინარე წლის აპრილში.
მასალის მოწოდების ბოლო ვადაა

2013 წლის 1 მარტი.

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 5; ელ–ფოსტა: litjunior@yahoo.com
სტატიის გაფორმების წესი:
იხ. ინსტიტუტის ვებ–გვერდზე განთავსებული
„ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი“
სტატიის მოცულობა: არანაკლებ 1500 და არაუმეტეს 4000 სიტყვა.
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ში, 1 ინტერვალით,
სტატიების შერჩევის უფლებას იტოვებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.

 


2012 წელი

დაიბეჭდა!

XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა

აღმოსავლური და დასავლური კულტურულ–ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე

******************************************

ყურადღება !

იწყება მასალის მიღება ლიტერატურის თეორიისა და
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის

"სჯანი"

ახალი ნომრისთვის
სტატიების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013წლის 15 მარტი
მასალის გაფორმებისას, სავალდებულოა, დაცული იქნას „სჯანის“ ციტირების სტილი (დაწვრილებით იხილეთ www.litinstituti.ge).
მასალა შეიძლება გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: litinstituti@yahoo.com(ქალბატონ მირანდა ტყეშელაშვილისათვის), ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მერაბ კოსტავას ქუჩა N 5, II სართულ
ჟურნალ ‘სჯანის‘  სარედაქციოკოლეგია

******************************************

2012 წლის 19 დეკემბერს
ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში, მუდმივმოქმედი სემინარის – "დისკურსის ჰორიზონტები" ფარგლებში, მაია ნაჭყებიმ წაიკითხა მოხსენება "ვაცლავ ჰაველის დრამატურგია და ესეისტკა" . სემინარი ეძღვნება ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების წლითავს.

******************************************

  

2012 წლის 24-30 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიმართა ილია ჭავჭავაძის  დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კულტურული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო და კულტურული ინტელიგენციის წარმომადგენლები საქართველოდან და რუსეთიდან.
ფორუმზე მიწვეული იყვნენ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი და დირექტორის მოადგილე, პროფესორი მაკა ელბაქიძე.

 

******************************************

განხორციელდა:
 
"ვეფხისტყაოსნის" ექსკლუზიური გამოცემა
ქართულ და უკრაინულ ენებზე

 


რედაქტორები:
პროფ. ირმა რატიანი,
პროფ. პაველ გრიცენკო,
გამომცემელი –
"АДЕФ-Украина"

წიგნის პრეზენტაცია შედგა უკრაინის ექს–პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ფონდში

******************************************



 
Web Institute


Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE