0108,  თბილისი,  კოსტავას ქ. 5      E-mail: litjunior@yahoo.com  


 მთავარი 

 ჟურნალის შესახებ 

 სტატიის გაფორმების წესი 

  შემოგვიერთდით
FACEBOOK–ზე
 

 ინსტიტუტის ბიბლიოთეკა 

 არქივი 



,,სტუდენტური კვლევები’’
ლიტერატურათმცოდნეობა

,,სტუდენტური კვლევები’’ სტუდენტების მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონული ჟურნალია, რომელზედაც ყველადაინტერესებულ პირს უფასოდ მიუწვდება ხელი.

სტუდენტებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი და გამორჩეული ხედვა თუ დამოკიდებულება წიგნებისა და ლიტერატურისადმი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი იდეების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენას და მათი ხედვა თუ პრობლემის მათეული აღქმა მხოლოდ ვიწრო წრისათვის, მეგობრების, ლექტორებისა თუ თანაკურსელებისათვის არის ცნობილი.

,,სტუდენტური კვლევების’’ მთავარი ამოცანაა მისცეს სტუდენტებს საშუალება წარადგინონ თავიანთი ნაშრომები აკადემიური წრეების წინაშე.

,,სტუდენტური კვლევები’’ იღებს განაცხადებს, როგორც საქართველოდან, ასევე – უცხოეთიდან. ეს საუკეთესო გზაა ქართველი სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციისათვის.

სარედაქციო კოლეგია ყველა მკაცრად განიხილავსშემოსულ სტატიებს. დიდი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ნაშრომის კვლევით ხასიათსა თუ ღირებულებას, არამედ ტექნიკურ მხარესაც (გაფორმებას, ციტირებულ ნაშრომებს, გრამატიკულ სისწორეს).

იმედს ვიტოვებთ, რომ სტუდენტურ ელექტრონულ ჟურნალს წინ მრავალი წარმატება ელის !



 

 

 





გამოიცა ჟურნალის
ელექტრონული ვერსია:

Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE