.

 

 

  Acnet

გიორგი შალვას ძე ციციშვილი


 დაიბადა ქ. თბილისში 1922წ. 23 ნოემბერს. 1938წ. დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშ. სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლოტექნიკურ უნივერსტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე. 1939წლიდან პარალელურად სწავლა დაიწყო თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1947წ. დაამთავრა ორივე უმაღლესი სასწავლებელი. 1950 ჩაირცხა საქ. მეც. აკადემიის შ. რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1953წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მ.გორკის სახ. მსოფლიო ლიტერატური ინსტიტუტის დოქტურანტურის დამთავრების შემდეგ, 1968წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1953 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
წლების განმავლობაში იყო ამ დაწესებულების სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, ხოლო 1985-88 წ. -დირექტორი, ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ხარისხების მმიმნიჭებელი საკავშირო საბჭოს (მოსკოვი, ВАК) წევრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, პრეზიდიუმთან არსებული ეროვნული პრობლემების კომისიის და "მსოფლიო ლიტერატურის განვითარების კანონზომიერებათა შემსწავლელი პრობლემური საბჭოს წევრი". სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო და ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი.
გიორგი ციციშვილი წლების განმავლობაში იყო მთავარი რედაქტორი ჟურნალისა "Литературная Грузия".
1976 წელს არჩეულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს-ნამდვილ წევრად. 1988 წლიდან-2002 წლამდე იყო მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, მეცნიერებათა აკადემიის ორგანო "მაცნეს" რედაქტორი. ამჟამად არის საქ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მრჩეველი. მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
აკადემიკოსი გიორგი ციციშვილი ორ ათეულ წელზე მეტი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, შ.რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. ის გახლდათ თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
1977 წელს გიორგი ციციშვილი არჩეულ იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივნად, ხოლო 1985 წლიდან - მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. იგი იყო საკავშირო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.
გიორგი ციციშვილის ხელმძღვანელობით დაცული იქნა ათი სადოქტორო და ოცდაათზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია. დისერტანტთა შორის იყვნენ რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის რესპუბლიკებისა და დაღესტნის, ადიღეს, აფხაზეთის, ჩეჩენო-ინგუშეთის, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.
გიორგი ციციშვილი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.
გიორგი ციციშვილი არის II მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოვებულია მრავალი საბრძოლო მედლითა და ორდენით, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გიორგი ციციშვილი ამჟამად ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეა.
მოღვაწეობის სფერო - ლიტერატურულ ურთიერთობათა და ისტორიის საკითხები, დრამატურგიის ისტორია, უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია.

 

 :
, , .5
.: (+ 995 32) 995 300 Email: rezom@angelfire.com