.

 

 

  Acnet

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე


დაიბადა 27.12.1899 (8.1. 1900) სოფელ პატარძეულში, საგარეჯოს რ-ნი. გარდაიცვალა 9.8. 1966 იყო პოეტი და საზოგადო მაღვაწე, ლიტერატურისმცოდნე, საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს სსრ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1944); დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1913 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1912 წ-დან იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1918 წ. დაუახლოვდა ცისფერყანწელებს, 1921წ. ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული რევოლუციის პოეტები, 1922-23 წწ. რედაქტორობდაცისფერყანწელთა ყოველკვირეულ გაზეთს ბახტრიონს. გიორგი ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაში. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების მკვლევარი, ძველ ხელნაწერების მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს სსრ. სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. დააარსა ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1940-48 წწ. იყო ლიტ. მატიანის რედაქტორი, 1951-53 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, 1957-66 წწ. იყო რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. გ. ლეონიძემ სათანადო კომენტარებით და გამოკვლევებით გამოსცა მ. ბარათაშვილის ჭაშნიკი (1920), სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისა (1928), იოსებ თბილელის დიდმოურავიანი (1939) და სხვა. მას ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის ვახტანგ VI, დ. გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვების შესახებ.

:
, , .5
.: (+ 995 32) 995 300 Email: rezom@angelfire.com