Inform-

2006 N2
www.literatori.iatp.ge www.litinst.iatp.org.ge


""""

გურამ ბენაშვილი

ვიტრაჟი

`1914-1915 წლებში ლიტერატურული მოსკოვი ჯერ კიდევ სიმბოლიზმის ტყვე იყო, თუმცა უკვე იგრძნობოდა სიმბოლიზმის კრიზისი. შვეიცარიიდან ახალდაბრუნებულმა ანდრეი ბელიმ თან მოიტანა თავისი ბუნდოვანი მისტიური დაქანცულობა, ცხარე კამათი გოეთეზე და ლექციები ჟესტ-მიმიკის თეატრზე. მახსენდება სკრიაბინის სიკვდილი და მისი დაკრძალვა, სკრიაბინისავე მუსიკის კულტი, იგორ სევერიანინის პოეზიის უთვალავი საღამოები, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების სხდომები და ფორმულა `კანტიდან პრუდონამდე~... მარინეტისა და ემილ ვერჰარნის ჩამოსვლა მოსკოვში... ვალერი ბრიუსოვის გამოსვლა, აკმეისტებისა და `ადამისტების~ შეტევა სიმბოლისტების წინააღმდეგ, ნაცნობობა ბალმონტთან, გატაცება ბლოკითა და ინოკენტი ანენსკით, და ბოლოს, მოსკოვის ქუჩებსა და ესტრადაზე ვლადიმერ მაიაკოვსკი, ხოლო უფრო გვიან ხლებნიკოვისა და სხვა რუსი ფუტურისტების გამოჩენა. ყოველივე ეს მაღელვებდა და მიტაცებდა~ კულტურული წარსულის ამ ფერადოვან ხილვებში ნათელი ეფინება ტიციან ტაბიძისა და ზოგადად  `ცისფერყანწელთა~ მოდერნით გატაცების იმ შორეულ ფესვებს, რომელზედაც ამოიზარდა და იყვავილა . . ქართულმა სიმბოლიზმმა რეალურად, ეს იყო კოლოსალური მნიშვნელობის კულტურული ეპოქის დაბადებისა და ძლევამოსილი ფრთებგაშლის ხანა... კლასიკური მსოფლგანცდის დასასრულისა და ახალი მხატვრულ-ფილოსოფიური ცნობიერების მაუწყვებელ რეფლექსიათა ლეგიტიმაციისა და დამკვიდრების ჟამი... მოდერნისტული ესთეტიკის ერთხმად აღიარებული `პროტაგონისტის~ ფუნქცია სიმბოლიმზმს ხვდა წილად...

გაგრძელება...

 

რა ლაღი და თავაწყვეტილი ქარიშხლები ქროდნენ გარდასული საუკუნის 10-20-იანი წლების საქართველოში...

იყო მხატვრული სიტყვის ახლებური ამეტყველების დაუოკებელი ჟინიცა და ტალანტთა საოცარი მოძალებაც...

ისინი, დახვეწილი იუველირის სინატიფით სწმენდნენ და აკრისტალებდნენ პოეზიისა თუ პროზის სათუთ სხეულს, ქმნიდნენ კლასიკური მხატვრული აზროვნების სრულიად ახალ ტიპს... ახალი `ფერ-ხორცითა~ და ახალი სუნთქვით ამდიდრებდნენ თითქოს უკვე დაღლილსა და კვდომაშეპარულ ქართულ სულიერ კულტურას...ამ ცეცხლოვანი ლიტერატურული `ფიესტის~ მონაწილენი შემოგვცქერიან წინამდებარე ისტორიული ფოტოსურათიდან...

თითოეულ მათგანში შეჩერებულა ნეტარი ჟამი წმინდა შემოქმედებითი გასხივოსნებისა... ჟამი მოახლოვებულ სასტიკ დროსთან უთანასწორო ჭიდილისა და ქართველი მწერლის ანუ ნიადაგ `ბედნიერი ტანჯულის~ საკრალური ხვედრისა...

სხედან მარცხნიდან:
I რიგი: ნიკოლოზ მიწიშვილი, თამარ სერებრიაკოვა (ოქრომჭედლიშვილი)-იაშვილისა, სანდრო შანშიაშვილი, მისი მეუღლე - მარო შანშიაშვილი;
II რიგი: ვალერიან გაფრინდაშვილი, ეფემია გედევანიშვილი-ლეონიძისა, გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, ნინო მაყაშვილი-ტაბიძისა, ალი არსენიშვილი;
III რიგში დგზნან: რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, ტიციზნ ტაბიძე, ლევან (ლელი) ჯაფარიძე, გიორგი ლეონიძე.

ზაზა გოგია

ერთი რომანის ინტერიერი

გურამ გეგეშიძის რომანი ხმა მღაღადებლისა საქართველოს გასაბჭოების პერიოდს ეხემა, როცა საზოგადოების გზასაცდენილი ცნობიერება ლოგიკურ შედეგს იმკის: ეკლესიის გუმბათზე ჯვარი მოეგლიჯათ და იქ სისხლისფრად ნაფერი, წითელი დროშა ფრიალებდა, ძლევამოსილი გამარჯვების მაცნე, მაუწყებელი ახალი ერის დადგომისა.
რომანის ფინალის ამ ტრიუმფალურ პათოსს მიღმა სულიერ ციტადელთა მსხვრევისა და ძალადობის მამხილებელი ირონია იმალება. კულტურისა და ისტორიის ფილოსოფიის სისტემატიზატორის გეორგ ზიმელის განმარტებით, კულტურის სასიცოცხლი ფუნქციას რომელიმე ერთი მთავარი იდეა განსაზღვრავს. ჩვენი კულტურის არსებითი იდეა ილიამ ეროვნული ნიშნით წარმართა, რომლის პრაქტიკული ხორცშესხმა ბოლომდე ვერ შეძლო. სიყვარულის ეროვნული კონცეფცია კლასობრივი სიძულვილის იდეაზე აღმოცენებულმა ძალამ ჩაახშო.

ჭეშმარიტი მწერლობა იდეათა დაპირისპირების დრამაა, მისი გმირები ...

გაგრძელება...

 

ლალი ავალიანი

რეზო ინანიშვილის ,,ბრძნული გულუბრყვილობა

,,ყოველგვარი ოსტატობა სიცივეს აფრქვევს,- მალარმეს ეს პარადოქსული გამონათქვამი მიზნად ,,წმინდა ხელოვნების აპოლოგიას ისახავდა მიზნად. ამ ფრაზაში ოსტატობა პოზიტივია მხოლოდ იმიტომ, რომ ,,სიცივეს აფრქვევს.

ხელოვნების ,,დეჰუმანიზაციის [1925] ავტორს...

 

გაგრძელება...

თეიმურაზ დოიაშვილი

გრამატიკული ფიგურები

ცნობილია, რომ ე.წ. არასახეობრივ პოეზიაში აქტუალიზდება გრამატიკული ფიგურები - ისინი ერთგვარად ენაცვლებიან ტროპებს., განსაკუთრებით ღირებული ხდება ენის სინტაქსური შესაძლებლობანი.
გალაკტიონ ტაბიძის ბოლო პერიოდის ლირიკაში, სადაც პოეტი შეგნებულად ამბობს უარს სახეობრივ
გართულებებზე და უკიდურესი სისადავისაკენ მიილტვის, იზრდება ინვერსიული წყობის ხვედრითი წონა, აქცენტირდება ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი მოვლენა, განსაკუთრებით, ნარ-თანიანი მრავლობითის ფორმები. ლექსში სვანის დაბრუნება არის ასეთი სტროფი:...

გაგრძელება...

ინგა მილორავა

ფერის მხატვრული ფუნქცია ტექსტში

სამყაროს ესთეტიზებულად გამოსახვის პროცესში მოდერნისტულმა აზროვნებამ მის წინაშე დასმული ფილოსოფიურ-მხატვრული ამოცანის ამოხნისას მრავალი ასპექტი გაითვალისწინა და სხვადასხვა...

გაგრძელება... 

მედეა გიორგიშვილი

შთაგონების უშრეტი წყარო

ანა კალანდაძის პოეტური ტექსტების შინაგანი, დაფარული პლასტების გახსნა, მათში გადმოცემული დრამატული განცდის ესთეტიზაცია ხშირად ბიბლიური სახე-სიმბოლოების რემინისცენციებით მიიღწევა. ამ ლექსების კონტექსტი საცნაურს ხდის, რომ პოეტის მიმართება ბიბლიასთან სააზროვნო სივრცით განისაზღვრება. ეს არის ის არსებითი, რაც რუსთაველის...

გაგრძელება...

ნონა კუპრეიშვილი

სიმონ ჩიქოვანის ორი უცნობი ავტოგრაფი

სიმონ ჩიქოვანი ქართული საბჭოთა მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლად, იმდროინდელი საზომით, ,,სანდო, უმწიკვლო, ოფიციოზად ითვლებოდა. წლების მანძილზე იგი პრესტიჟული, სქელტანიანი ჟურნალების რედაქტორი თუ მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მუშაკი იყო. მისი ლიტერატურული წარსული, დაკავშირებული ქართული ფუტურიზმის ხანმოკლე ისტორიასთან, თვით პოეტის მხრიდან სერიოზული დათმობების ფასად იქნა ,,დავიწყებული.
მიუხედავად ამისა, .. ,,სათარიღო ლექსების ეპოქაში, რომლებიც ,,ნაუცბათევად შესრულებული საშინაო დავალებების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ, სიმონ ჩიქოვანი ცოცხალი პოეტური სიტყვის ენერგიას ინარჩუნებდა და თავად განასახიერებდა იმ ლიტერატურული პროცესის უწყვეტობას, რომლის პროფანირებისათვის იმავე ხელისუფლების მიერ იყო მოწოდებული.

გაგრძელება...

ცისანა გენძეხაძე

`ანევრიზმა გადაგვარებულ ადამიანთა სულისა~ (ოთარ ჭილაძის რომანი `გოდორი~)

XXI საუკუნის დამდეგს მოვლენად იქცა თარ ჭილაძის `გოდორის~ გამოქვეყნება. რომანში გადმოცემულია შემზარავი ამბები, კოლიზიები, რომლებმაც შეძრა ჩვენს ქვეყანაში...

 გაგრძელება...

მანანა კვაჭანტირაძე

სიმღერაში
(გა)დარჩენილები

 90-იანი წლების პირველი ნახევრის კულტურული ცხოვრება საქართველოში შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფრაგმენტული, დაქსაქსული და ქაოტური. შუა პერიოდიდან პოეზიაში და საერთოდ ლიტერატურაში თავს იჩენს...

გაგრძელება...

გიული ლეჟავა

ჩეხი Kქართველოლოგი და ქართველი ემიგრანტები

ცნობილი ჩეხი ქართველოლოგის იარომირ იედლიჩკას არქივზე მუშაობის დროს მოულოდნელად წავაწყდით ქართველი ემიგრანტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის სამ წერილს, რამაც გარკვეულწილად შუქი მოჰფინა მისი მოღვაწეობისა და მწერლური სტილის ზოგიერთ მხარეს. Uუნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იედლიჩკას არქივზე მუშაობის დროს, თვით ჩეხი მკვლვარიც სხვა სახით წარსდგა ჩვენს წინაშე. მისი არქივი მრავალმხრივ საინტერესოა. Aაქ ნახავთ უამრავ წერილს და გამოკვლევას ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ, მის თარგმანებს, მთელი ყუთი აქვს დათმობილი ჩანაწერებს ამირანდარეჯანიანზე. 

გაგრძელება...

ნანა კუცია

საღმრთო სიტყვის ძიებაში

`ჭეშმარიტი მწერლობა ზედროულია, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი მაღალმხატვრული ნაწარმოები თავისი ეპოქის გამომხატველია, აღვსილი თავისი დროის საფიქრალით...

გაგრძელება...