![]() |
შოთა
რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE |
|
|
![]() |
0108,
თბილისი, კოსტავას ქ. 5
ფაქსი: (995 32)
299-53-00
ტელ: (995 32) 299-53-00; 298-26-76 E-mail: litinstituti@yahoo.com
|
|
|
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
განაცხადი ძვირფასო კოლეგებო! შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეციაში `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი (მე-20 საუკუნის გამოცდილება)~ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება 2009 წლის 7-8-9 ოქტომბერს, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის (რუსთაველის ფონდი) მხარდაჭერით. კონფერენცია ეძღვნება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ფონზე მიმდინარე XX საუკუნის ლიტერატურული პროცესების ანალიზს, შეფასებას, რევიზიასა და რეინტერპრეტაციას. აგრეთვე - ლიტერატურათმცოდნეობითი ტენდენციების მიმოხილვას და მათ კლასიფიკაციას. კონფერენციაზე განსახილველად გთავაზობთ შემდეგ პრობლემატიკას: • ტოტალიტარიზმის ეპოქის მითები და სტერეოპტიპები; • ტოტალიტარიზმი და ალტერნატიული აზროვნების მოდელები; • ტოტალიტარიზმის ეპოქის ლიტერატურული ჟანრები; • ტოტალიტარული ტექსტი და ლიდერის კონცეპტი; • შემოქმედებითი ტექსტის ინტერპრეტაციის სპეციფიკა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში; • დისიდენტური ლიტერატურა; • აკრძალული და დასახიჩრებული ტექსტები ცენზურის დიქტატის პირობებში; • საჯარო და ინტელექტუალური კრიტიკა; • ტოტალიტარიზმი შორეული პერსპექტივებიდან (ცენტრი და ემიგრაცია); • ტოტალიტარული ტექსტის ფორმირება და რღვევა. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა, საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე, 2009 წლის 20 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ქართულ და ინგლისურ ენებზე; აგრეთვე მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (სამუშაო ადგილი, თანამდებობა, აკადემიური ხარისხი) და საკონტაქტო ინფორმაცია. ყურადღება: თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: litinst@litinstituti.ge (მირანდა ტყეშელაშვილისათვის) ან მისამართზე: მ. კოსტავას ქუჩა #5, II სართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე მირანდა ტყეშელაშვილი. · საორგანიზაციო კომიტეტი 1 აგვისტომდე მოგაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მუშაობაში თქვენი მოხსენების ჩართვის შესახებ. · კონფერენციის მონაწილეთათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი: · უცხოელთათვის - 50 ევრო · ქართველი მეცნიერებისათვის - 50 ლარი. |
|
|
Copyright © 2006 SHOTA RUSTAVELI INSTITUTE OF GEORGIAN LITERATURE |